1. ეს ოქმი გახსნილია ხელმოსაწერად ლონდონსი 1993 წლის 15 იანვრამდე 1994 წლის 14 იანვრამდე ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ, რომელმაც ხელი მოაწერა პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციას.
2. 4 პუნქტის დაცვის პირობით ხდება ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ.
3. 4 პუნქტის დაცვის პირობით ეს ოქმი გახსნილია იმ სახელმწიფოთა მიერთებისათვის, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს.
4. ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მასთან მიერთება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფოებს, რომლებმაც მოახდინეს პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდნენ მას.
5. რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთება ხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით.
6. სახელმწიფო, რომელიც ამ ოქმის მონაწილეა, მაგრამ არ არის ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის მონაწილე, ვალდებულია დაიცვას ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის დებულებანი ოქმის მონაწილე სხვა სახელმწიფოთა მიმართ, თუმცა ვალდებული არ არის დაიცვას ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის დებულებანი მის მონაწილეთა მიმართ.
7. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შესწორების თანახმად შესანახად არის გადაცემული, მიიჩნევა ამ შეცვლილ კონვენციასთან დაკავშირებულად ასეთი შესწორების გათვალისწინებით