1. ამ მუხლის 4 პუნქტის გათვალისწინებით კალენდარული წლის განმავლობაში ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული დასაბეგრი ნავთობის მიმართ გადახდილი ყოველწლიური შენატანების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ კალენდარული წლის მიმართ ყოველწლიური შენატანების საერთო თანხის 27,5%-ს ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის თანახმად.
2. თუ 12 მუხლის 2 და 3 პუნქტების დებულებათა გამოყენება გამოიწვევს იმას, რომ მოცემული კალენდარული წლის მიმართ ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადამხდელთა მიერ გადახდილი შენატანების საერთო თანხა საერთოდ ყოველწლიური შენატანების 27,5%-ს გადააჭარბებს, ამ სახელმწიფოში ყველა გადამხდელის მიერ გადახდილი შენატანები პროპორციულად მცირდება, რათა მათი შენატანების საერთო თანხა უდრიდეს ამ წლის მიმართ ფონდში საერთო ყოველწლიური შენატანების 25,5%-ს.
3. თუ მოცემულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში პირთა მიერ გადახდილი შენატანები მცირდება ამ მუხლის 2 პუნქტის თანახმად, ყველა სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში პირთა მიერ გადახდილი შენატანები პროპორციულად მატულობს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ყველა იმ პირის მიერ გადახდილი შენატანების საერთო თანხა, რომლებიც ვალდებული არიან ფონდში შენატანები გადიხადონ შესაბამისი კალენდარული წლის მიმართ, შეესაბამებოდეს ასამბლეის მიერ განსაზღვრული შენატანების საერთო თანხას.
4. ამ მუხლის 1-3 პუნქტების დებულებანი მოქმედებს მანამ, სანამ ერთ კალენდარულ წელს ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მირებული დასაბეგრი ნავთობის საერთო ოდენობა არ შეადგენს 750 მილიონ ტონას, ან სანამ ხუთწლიანი პერიოდი არ გავა აღნიშნული 1992 წლის ოქმის ძალაში შესვლის თარიღიდან, იმისდა მიხედვით, თუ რომელიც უფრო ადრე დადგება