შემდეგი გარდამავალი დებულებანი გამოიყენება პერიოდის განმავლობაში, შემდგომში გარდამავალ პერიოდად წოდებული, რომელიც იწყება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან და მთავრდება იმ თარიღში, როცა ძალაში შედის ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის 31 მუხლით გათვალისწინებული დენონსაცია.
ა) წინამდებარე კონვენციის 2 მუხლის 1 “ა” პუნქტის გამოყენებისას პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის ხსენება შეიცავს ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის ხსენებას თავდაპირველი რედაქციით ან მისი 1976 წლის ოქმით შეცვლილი რედაქციით (რომელსაც ამ მუხლში ეწოდება “პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენცია”), აგრეთვე ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის ხსენებას.
ბ) თუ ინციდენტს მოჰყვა დაბინძურებით გამოწეული ზარალი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება, ფონდი კომპენსაციას უხდის დაბინძურებით დაზარალებულ ნებისმიერ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ ოდენობით, როგორითაც პირი ზარალის სრულ და საკმარის ანაზღაურებას ვერ მიიღებდა პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის, ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის და პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის საფუძველზე, იმ პირობით, რომ წინამდებარე კონვენციის მოქმედებაში მოქცეული დაბინძურებით მიყენებული ზარალის მიმართ, წინამდებარე კონვენციის მონაწილის, მაგრამ არა ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის მონაწილის მიმართ, ფონდი კომპენსაციას უხდის ნებისმიერ პირს, რომელმაც დაბინძურებით ზარალი განიცადა მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ ოდენობით, როგორითაც ეს პირი სრულ და საკმარის ანაზღაურებას ვერ მიიღებდა, ეს სახელმწიფო ყოველი ზემოხსენებული კონვენციის წევრი რომ ყოფილიყო.
გ) წინამდებარე კონვენციის 4 მუხლის გამოყენებისას, თანხა, რომელიც მხედველობაში მიიღება ფონდის მიერ გადასახდელი კომპენსაციის საერთო თანხის განსაზღვრისას, უნდა შეიცავდეს აგრეთვე ანაზღაურების თანხას, თუ ასეთი არსებობდა, ფაქტობრივად გადახდილს პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კომპენსაციის საფუძველზე, და კომპენსაციის თანხას, ფაქტობრივად გადახდილს ან კუთვნილს ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის საფუძველზე.
დ) წინამდებარე კონვენციის 9 მუხლის 1 პუნქტი გამოიყენება აგრეთვე უფლებების მიმართ, რომლებიც მინიჭებულია პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის საფუძველზე
მუხლი 36. bis
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 14. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 12 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 15. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 13 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 16. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 15 მუხლს ემატება ახალი მე-4 პუნქტი:
- მუხლი 18. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 18 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 21. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 29 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 36. ter
- მუხლი 36. quarter
- მუხლი 27. 1. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია და ეს ოქმი წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთობაში განიხილება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი
- მუხლი 28. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება
- მუხლი 29. ცნობები დასაბეგრი ნავთობის შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 36. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-36/