წინამდებარე კონვენციის დებულებების მიუხედავად, შემდეგი დებულებები გამოიყენება ფონდის სამართავად იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ერთდროულად მოქმედებს ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია და წინამდებარე კონვენცია:
ა) ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციით დაარსებული ფონდის სამდივნო (შემდგომში 1971 წლის ფონდად” წოდებული) და მისი დირექტორი აგრეთვე იმოქმედებენ როგორც ფონდის სამდივნო და დირექტორი.
ბ) თუ “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად 1971 წლის ფონდის სამდივნო და დირექტორი ასრულებენ აგრეთვე ფონდის სამდივნოსა და დირექტორის ფუნქციებს, 1971 წლის ფონდისა და ფონდის ინტერესებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, ფონდს წარმოადგენს ფონდის ასამბლეის თავმჯდომარე.
გ) დირექტორი, აგრეთვე მის მიერ დანიშნული პერსონალი და ექსპერტები წინამდებარე კონვენციის და ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის შესაბამისად თავიანთი მოვალეობის შესრულებისას არ განიხილებიან როგორც წინამდებარე კონვენციის 30 მუხლის დებულებათა დარმღვევნი მანამ, სანამ ამ მუხლის შესაბამისად თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.
დ) ფონდის ასამბლეა უნდა ესწრაფოდეს, რომ არ გამოიყენოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც შეუსაბამო იქნებოდა 1971 წლის ფონდის ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ზოგად ადმინისტრაციულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში ფონდის ასამბლეამ ყოველი ღონე უნდა იხმაროს 1971 წლის ფონდის ასამბლეასთან კონსენსუსის მისაღწევად ორივე ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომოლობის სულისკვეთებით და საერთო მიზნების გათვალისწინებით.
ე) 1971 წლის ფონდის ასამბლეის გადაწყვეტილებით ფონდს შეიძლება გადაეცეს 1971 წლის ფონდის უფლებები, მოვალეობანი და აქტივები ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 44 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად.
ვ) ფონდი 1971 წლის ფონდს უნაზღაურებს ყველა ხარჯსა და დანახარჯს, რომლებიც წარმოიქმნა ფონდის სახელით 1971 წლის ფონდის მიერ ადმინისტრაციული სამსახურის შესრულების შედეგად
მუხლი 36. quarter
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 13 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 16. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 15 მუხლს ემატება ახალი მე-4 პუნქტი:
- მუხლი 18. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 18 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 21. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 29 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 36. bis
- მუხლი 36. ter
- მუხლი 27. 1. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია და ეს ოქმი წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთობაში განიხილება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი
- მუხლი 28. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება
- მუხლი 29. ცნობები დასაბეგრი ნავთობის შესახებ
- მუხლი 30. ძალაში შესვლა
- მუხლი 31. 1969 და 1971 წლების კონვენციების დენონსაცია
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 36. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-36-3/