1. ეს ოქმი ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როცა შესრულებული იქნება შემდეგი მოთხოვნები:
ა) სულ ცოტა რვა სახელმწიფომ ჩააბარა შესანახად ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ; და
ბ) ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა 29 მუხლის შესაბამისად მიიღო ცნობები იმის შესახებ, რომ პირებმა, რომლებიც ვალდებული არიან შეიტანონ შენატანები ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლის თანახმად, მიიღეს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მთლიანად სულ ცოტა 450 მილიონი ტონა დასაბეგრი ნავთობი.
2. მაგრამ ეს ოქმი ძალაში არ შევა მანამ, სანამ ძალაში არ შევა პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენცია.
3. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს ამ ოქმის რატიფიკაციას, იღებს, ამტკიცებს ან უერთდება მას 1 პუნქტში მითითებული ძალაში შესვლის პირობების შესრულების შემდეგ, ეს ოქმი ძალაში შედის თორმეტ თვეში იმ თარიღის შემდეგ, რაც ასეთი სახელმწიფო შესანახად გადასცემს შესაბამის დოკუმენტს.
4. ნებისმიერ სახელმწიფოს ამ ოქმის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის დროს შეუძლია განაცხადოს, რომ ასეთი დოკუმენტი ამ მუხლის მიზნებისათვის ძალას არ იძენს 31 მუხლში დადგენილი ექვსთვიანი პერიოდის გასვლამდე.
5. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც წინა პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება, შეუძლია უკან გაითხოვოს იგი ნებისმიერ დროს ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთი გამოთხოვნა ძალას იძენს შეტყობინების მიღების თარიღიდან და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც ასეთი გამოთხოვნა გააკეთა, განიხილება როგორც სახელმწიფო, რომელმაც იმ დღეს შესანახად გადასცა თავისი დოკუმენტი ამ ოქმის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან მიერთების შესახებ.
6. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელმაც პასუხისმგებლობის შესახებ 1969 წლის კონვენციის შეცვლის თაობაზე 1992 წლის ოქმის 13 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად გააკეთა განცხადება, მიიჩნევა სახელმწიფოდ, რომელმაც აგრეთვე განცხადება გააკეთა ამ მუხლის 4 პუნქტის შესაბამისად. 13 მუხლის 2 პუნქტში ნახსენები განცხადების გამოთხოვნა მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ გამოთხოვნად
მუხლი 30. ძალაში შესვლა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 36. bis
- მუხლი 36. ter
- მუხლი 36. quarter
- მუხლი 27. 1. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია და ეს ოქმი წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა ურთიერთობაში განიხილება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი
- მუხლი 28. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება
- მუხლი 29. ცნობები დასაბეგრი ნავთობის შესახებ
- მუხლი 31. 1969 და 1971 წლების კონვენციების დენონსაცია
- მუხლი 32. გადასინჯვა და შესწორებების შეტანა
- მუხლი 33. კომპენსაციის ფარგლების შეცვლა
- მუხლი 34. დენონსაცია
- მუხლი 35. ასამბლეის რიგგარეშე სესიები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 30. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-30/