ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 12 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
1. 1 პუნქტის პირველ ფრაზაში სიტყვები “10 მუხლში მითითებული ყოველი პირის”, ამოიშლება.
2. 1 “i” პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში სიტყვები “4 და 5 მუხლების” იცვლება სიტყვებით “4 მუხლის”, ხოლო სიტყვები “15 მილიონი ფრანკი” იცვლება სიტყვებით “ოთხი მილიონი საანგარიშო ერთეული”.
3. 1 “ii” “ბ” ქვეპუნტის ამოიშლება.
4. 1 “ii” “გ” ქვეპუნქტი ხდება “ბ” ქვეპუნქტი, ხოლო “დ” ქვეპუნქტი ხდება “გ” ქვეპუნქტი.
5. 2 პუნქტის პირველი ფრაზა იცვლება შემდეგი ტექსტით:
ასამბლეა ადგენს გადასახდელი შენატანების საერთო თანხას. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ დირექტორი, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაზღვრავს 10 მუხლში მითითებული ნებისმიერი პირის ყოველწლიური შენატანის კონკრეტულ ოდენობას;
6. 4 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:
4. ყოველწლიური შენატანების გადახდა ხდება ფონდის შიდა რეგლამენტით დადგენილ დღეს. ასამბლეას შეუძლია დანიშნოს გადახდის სხვა თარიღი.
7. პუნქტი 5 იცვლება შემდეგი ტექსტით:
1. ფონდის ფინანსური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ასამბლეას შეუძლია გამოიყენოს გადაწყვეტილება 12 მუხლის 2 “ა” პუნქტის და 12 მუხლის 2 “ბ” პუნქტის შესაბამისად მიღებული სახსრების ფონდებს შორის გადანაწილების შესახებ.
7.6 პუნქტი ამოიშლება.
მუხლი 14
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-14/