ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 3 მუხლი შემდეგი ტექსტით იცვლება:
წინამდებარე კონვენცია გამოიყენება მხოლოდ:
ა) იმ დაბინძურებით გამოწვეული ზარალის მიმართ, რომელიც მოხდა:
i) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიულ ზღვაში, და
ii) ხელშემკველი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ანუ, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ასეთი ზონა არ დაუდგენია, რაიონში, რომელიც ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთაა და ესაზღვრება მის ტერიტორიულ ზღვას, რომელიც ამ სახელმწიფომ დაადგინა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მოიცავს არა უმეტეს 200 საზღვაო მილს, რომლებიც აითვლება საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აიზომება მის ტერიტორიული ზღვის სიგანე;
ბ) გამაფრთხილებელი ზომების მიმართ, რომლებსაც მიმართეს ასეთი ზარალის თავიდან აცილების ან შემცირებისათვის, სადაც კი უნდა განხორციელებულიყო ისინი.
მუხლი 4
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 4. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-4/