1. 1 პუნქტში ექვსჯერ ნახსენები “პასუხისმგებლობის შესახებ კონვენციის” ხსენება იცვლება “პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის” ხსენებით.
2. 3 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:
3. თუ ფონდი დაამტკიცებს, რომ დაბინძურებით გამოწვეული ზარალი მთლიანად ან ნაწილობრივი შედეგად მოჰყვა ზარალის მიყენების განზრახვით დაზარალებული პირის მიერ ჩადენილ მოქმედებას ან უმოქმედობას, ან ამ პირის დაუდევრობის შედეგად წარმოიქმნა, ფონდი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს ასეთი პირისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისაგან. ყოველ შემთხვევაში, ფონდი ამ ვალდებულებებისაგან თავისუფლდება იმდენად, რამდენადაც გემის მესაკუთრე შეიძლება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის III მუხლის 3 პუნქტის საფუძველზე. მაგრამ პასუხისმგებლობისაგან ფონდის ასეთი გათავისუფლება არ ვრცელდება გამაფრთხილებელ ზომებზე.
3. 4 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:
4. ა) ამ პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იმ კომპენსაციის საერთო თანხა, რომელსაც ფონდი იხდის ამ მუხლის საფუძველზე რომელიმე ერთი ინციდენტის მიმართ, იფარგლება იმგვარად, რომ ამ თანხის და კომპენსაციის თანხის ჯამი, რომელიც ფაქტობრივად გადახდილია პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის საფუძველზე წინამდებარე კონვენციის გამოყენების სფეროს ფარგლებში დაბინძურებით მიყენებული ზარალისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია 3 მუხლით, არ აღემატებოდა 135 მილიონ საანგარიშო ერთეულს.
ბ) “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ამ მუხლის საფუძველზე კომპენსაციის საერთო თანხა, რომელსაც ფონდი ხდის ამ მუხლის საფუძველზე თავისი ხასიათით განსაკუთრებული, გარდაუვალი და დაუძლეველი სტიქიური უბედურების შედეგად დაბინძურებით მიყენებული ზარალისათვის, არ აღემატება 135 მილიონ საანგარიშო ერთეულს.
გ) “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში ნახსენები კომპენსაციის მაქსიმალური თანხა 200 მილიონ საანგარიშო ერთეულს შეადგენს ნებისმიერი იმ პერიოდის განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის მიმართ, როცა არსებობს წინამდებარე კონვენციის სამი მონაწილე, რომელთა მიმართაც წინა კალენდარული წლის განმავლობაში ასეთ მონაწილეთა ტერიტორიაზე პირთა მიერ მიღებული დასაბეგრი ნავთობის საერთო შესაბამისი ოდენობა უდრის ან აღემატება 600 მილიონ ტონას.
დ) პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის V მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად შექმნილ ფონდში დარიცხული პროცენტები, თუ ასეთი აღმოჩნდება, მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის საფუძველზე ფონდის მიერ გადასახდელი მაქსიმალური კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას.
ე) ამ მუხლში ნახსენები თანხების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა ხდება “გასესხების სპეციალური უფლების” ერთეულებში კომპენსაციის გადახდის პირველი თარიღის მიმართ ფონდის ასამბლეის გადაწყვეტილების თარიღისათვის ამ ვალუტის ღირებულების საფუძველზე.
4. 5 პუნქტი იცვლება შემდეგ ტექსტით:
5. იმ შემთხვევაში, როცა ფონდისათვის წაყენებული დამტკიცებული მოთხოვნების თანხა აღემატება 4 პუნქტის საფუძველზე გადასახდელი კომპენსაციის საერთო თანხას, არსებული თანხა ნაწილდება იმგვარად, რომ თანაფარდობა ნებისმიერ დამტკიცებულ მოთხოვნას და იმ კომპენსაციის თანხას შორის, რომელსაც ფაქტობრივად მოსარჩელე წინამდებარე კონვენციის საფუძველზე იღებს, ერთნაირი იყოს ყველა მოსარჩელესათვის.
5. 6 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:
6. ფონდის ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ გამონაკლის შემთხვევაში კომპენსაცია წინამდებარე კონვენციის შესაბამისად შეიძლება გადახდილ იქნეს, თუნდაც გემის მესაკუთრეს არ შეექმნას ფონდი პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის V მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გამოიყენება ამ მუხლის 4 “ე” პუნქტი
მუხლი 6. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 4 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. კონვენცია, რომელიც წინამდებარე ოქმის დებულებებით იცვლება, არის ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის 1971 წლის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ საერთაშორისო კონვენცია დ
- მუხლი 2. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 1 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 3. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 2 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 4. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 3 მუხლი შემდეგი ტექსტით იცვლება:
- მუხლი 9. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 7 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 11. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 9 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 12. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 10 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 14. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 12 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 15. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 13 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
- მუხლი 16. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 15 მუხლს ემატება ახალი მე-4 პუნქტი:
- მუხლი 18. ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის 18 მუხლი შემდეგნაირად იცვლება:
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე (ფონდი/FUND)2006 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობის მიხედვით - 1992 წლის ოქმი ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის შესახებ 1971 წლის საერთაშორისო კონვენციის შეცვლის თაობაზე“, მუხლი 6. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211094/muxli-6/