1. 1 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:
1. “პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენცია” ნიშნავს ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის საერთაშორისო კონვენციას.
2. 1 პუნქტის შემდეგ ემატება შემდეგი ტექსტი:
1 bis. “ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენცია” ნიშნავს ნავთობით დაბინძურების შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის საერთაშორისო ფონდის შექმნის თაობაზე 1971 წლის საერთაშორისო კონვენციას. ამ კონვენციის 1976 წლის ოქმის მონაწილე სახელმწიფოებისთვის ეს ტერმინი მიიჩნევა ამ ოქმით შეცვლილი ფონდის შესახებ 1971 წლის კონვენციის მომცველად.
3. 2 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით:
2. სიტყვებს: “გემი, “პირი”, “გემის მესაკუთრე”, “ნავთობი”, “დაბინძურებით მიყენებული ზარალი”, “გამაფრთხილებელი ზომები”, “ინციდენტი” და “ორგანიზაცია” იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის 1 მუხლში.
4. პუნქტი 4 იცვლება შემდეგი ტექსტით:
4. “საანგარიშო ერთეულს” იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის V მუხლის 9 პუნქტში.
5. “გემის ტევადობას” იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის V მუხლის 10 პუნქტში.
6. 7 პუნქტი იცვლება შემდეგი ტექსტით
7. “გრანტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გემის მესაკუთრის დაზღვევას ან პასუხისმგებლობის სხვა ფინანსურ დახმარებას პასუხისმგებლობის შესახებ 1992 წლის კონვენციის VII მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად