1. წინამდებარე ოქმი და 23-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებული შესწორებები შესანახად გადაეცემა გენერალურ მდივანს.
2. გენერალური მდივანი:
(a) ატყობინებს ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ან მიუერთდა წინამდებარე ოქმს:
(i) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის ყოველი ახალი ხელმოწერის ან შესანახად გადაცემის შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით;
(ii) ყოველი განცხადებისა და შეტყობინების შესახებ, წინამდებარე ოქმის საფუძველზე გადასინჯული კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
(iii) წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
(iv) ნებისმიერი წინადადების შესახებ, რომელიც შეეხება პასუხისმგებლობის ზღვრის შეცვლას, და წარდგენილია წინამდებარე ოქმის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
v) ნებისმიერი შესწორების შესახებ, რომელიც დამტკიცებულია წინამდებარე ოქმის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
vi) ნებისმიერი შესწორების შესახებ, რომელიც მიღებულად ითვლება წინამდებარე ოქმის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შესწორების ძალაში შესვლის თარიღის მითითებით, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად;
vii) წინამდებარე ოქმის დენონსაციის შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის შესანახად გადაცემის შესახებ, შესანახად გადაცემისა და დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღის მითითებით;
viii) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომლის გაგზავნასაც ითვალისწინებს წინამდებარე ოქმის რომელიმე მუხლი.
(b) უგზავნის წინამდებარე ოქმის დამოწმებულ ასლებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ან მიუერთდა მას.
3. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთანავე, მისი ტექსტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, გენერალური მდივნის მიერ რეგისტრაციისა და გამოქვეყნების მიზნით გადაეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნო