1. წინამდებარე ოქმის დენონსაცია შეუძლია ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოსთვის წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან ნებისმიერ დროს.

2. დენონსაცია ხორციელდება გენერალური მდივნისთვის დენონსაციის დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით.

3. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის დოკუმენტის გენერალური მდივნისთვის შესანახად გადაცემიდან 12-თვიანი პერიოდის, ან ამ დოკუმენტში მითითებული უფრო ხანგრძლივი პერიოდის ამოწურვის შემდეგ.

4. წინამდებარე ოქმის მხარე-სახელმწიფოთა ურთიერთობებში, რომელიმე მათგანის მიერ წინამდებარე კონვენციის დენონსაცია მისი 25-ე შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული როგორც წინამდებარე ოქმის შესაბამისად შესწორებული კონვენციის დენონსაცი