1. თუ სახელმწიფოს გააჩნია ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, სადაც მოქმედებს სხვადასხვა სამართლებრივი სისტემები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე ოქმით, მას შეუძლია ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას  განაცხადოს, რომ ეს ოქმი ვრცელდება თავის ყველა ან მხოლოდ ერთ ან ორ ტერიტორიულ ერთეულზე, და რომ მას შეუძლია შესწორებები შეიტანოს ამ განცხადებაში სხვა განცხადების წარდგენის გზით.

2. ნებისმიერი ასეთი განცხადების შესახებ გენერალურ მდივანს გაეგზავნება შეტყობინება, რომელშიც პირდაპირ იქნება მითითებული ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე განცხადება.

3. ნებისმიერ იმ მხარე-სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც გააკეთა ამგვარი განცხადება:

(a) მითითება გემის რეგისტრაციის სახელმწიფოზე და, სავალდებულო სადაზღვევო სერტიფიკატთან დაკავშირებით - სახელმწიფოზე, რომელმაც გასცა ან დაამოწმა სერტიფიკატი, განიხილება როგორც მითითება ტერიტორიულ ერთეულზე, სადაც რეგისტრირებულია გემი და სადაც გაიცემა ან მოწმდება სერტიფიკატი;

(b) მითითება ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებზე, პასუხისმგებლობის  ზღვარზე და ეროვნულ ვალუტაზე განიხილება როგორც მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებზე, პასუხისმგებლობის ზღვარზე და ვალუტაზე; და

(c) მითითება სასამართლოებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღიარებული უნდა იქნეს მხარე-სახელმწიფოებში განიხილება როგორც მითითება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სასამართლოებსა და იმ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აღიარებული უნდა იქნეს ამ ერთეულშ