წინამდებარე კონვენციის საფუძველზე პასუხისმგებლობა არ წარმოიშობა ბირთვული ინციდენტის შედეგად გამოწვეულ ზიანზე:
(a) თუ ბირთვული დანადგარის ოპერატორი პასუხს აგებს ამგვარ ზიანზე „ბირთვული ენერგიის სფეროში მესამე პირთა პასუხისმგებლობის შესახებ“ 1960 წლის 29 ივლისის პარიზის კონვენციის შესაბამისად, რომელშიც შესწორებები შევიდა 1964 წლის 28 იანვრის დამატებითი ოქმის საფუძველზე, ან „ბირთვული ზიანისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ 1963 წლის 21 მაისის ვენის კონვენციის, ან ამ დოკუმენტებში შეტანილი ნებისმიერი შესწორების, ან ოქმის შესაბამისად; ან
(b) თუ ბირთვული დანადგარის ოპერატორი პასუხს აგებს ამგვარ ზიანზე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ამგვარი ზიანისთვის, იმ პირობით თუ ეს კანონმდებლობა ყველა თვალსაზრისით ისევე იცავს იმ პირებს, რომლებსაც შესაძლოა მიადგეს ზარალი, როგორც პარიზის ან ვენის კონვენციები, ან მათში შეტანილი ნებისმიერი შესწორება ან ოქმ