1. წინამდებარე კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, სარჩელი, მოსარჩელის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ სასამართლოში, იმ პირობით, თუ ის მდებარეობს წინამდებარე კონვენციის მხარე-სახელმწიფოში, თითოეული მხარე-სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის დაცვით, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს იმ სახელმწიფოებში, სადაც შესაძლებელია ფუნქციონირებდეს რამდენიმე სასამართლო:

(a) იმ სახელმწიფოს სასამართლო, სადაც მოპასუხეს გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ძირითადი საწარმო; ან

(b) გასვლის ან დანიშნულების სახელმწიფოს სასამართლო, რომელიც მითითებულია გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებაში; ან

(c) იმ სახელმწიფოს სასამართლო, სადაც მოსარჩელეს გააჩნია ადგილსამყოფელი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან სადაც მოპასუხეს გააჩნია ძირითადი საწარმო, ან მის მიმართ ვრცელდება ამ სახელმწიფოს იურისდიქცია, ან

(d) იმ სახელმწიფოს სასამართლო, სადაც გაფორმდა გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ მოპასუხეს იქ გააჩნია საწარმო ან მის მიმართ ვრცელდება ამ სახელმწიფოს იურისდიქცია.

2. წინამდებარე კონვენციის მე-4bis მუხლის საფუძველზე, სარჩელი, მოსარჩელის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ერთ-ერთ სასამართლოში, სადაც სარჩელი შესაძლებელია აღიძრას გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის წინააღმდეგ, პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. მას შემდეგ, რაც მოხდება ზარალის გამომწვევი  ინციდენტი, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ სარჩელი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით წარედგინოს ნებისმიერი იურისდიქციის სასამართლოს ან არბიტრაჟ