1. გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილი არ არის ისარგებლოს მე-7 და მე-8 მუხლებითა და მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვრით, თუ დამტკიცებულია, რომ ზარალი დადგა გადამყვან-გადამზიდველის ქმედების ან უმოქმედობის შედეგად, რომელიც ჩადენილ იქნა ზარალის გამოწვევის განზრახვით ან დაუდევრობით, და ზარალის რისკის გაცნობიერებით.
2. გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მოხელე ან აგენტი უფლებამოსილი არ არის ისარგებლოს პასუხისმგებლობის ამ ზღვრით, თუ დამტკიცებულია, რომ ზარალი დადგა ამ მოხელის ან აგენტის ქმედების ან უმოქმედობის შედეგად, რომელიც ჩადენილ იქნა ზარალის გამოწვევის განზრახვით ან დაუდევრობით, და ზარალის რისკის გაცნობიერები