1. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა კაიუტის ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2,250 საანგარიშო ერთეულს თითოეულ მგზავრზე, გადაყვანა-გადაზიდვის  თითოეულ რეისზე.

2. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათში ან მათზე განთავსებული ბარგის ჩათვლით, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12,700 საანგარიშო ერთეულს თითოეულ ავტომობილზე, გადაყვანა-გადაზიდვის  თითოეულ რეისზე.

3. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, გარდა 1-ლ და მე-2 პუნქტში მითითებული ბარგისა,  არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 3,375 საანგარიშო ერთეულს თითოეულ მგზავრზე, გადაყვანა-გადაზიდვის  თითოეულ რეისზე.

4. გადამყვან-გადამზიდველსა და მგზავრს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობიდან გამოიქვითოს თანხა, რომელიც არ აღემატება 330 საანგარიშო ერთეულს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში და 149 საანგარიშო ერთეულს ერთ მგზავრზე, სხვა სახის ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ამასთან, ეს თანხა გამოქვითულ უნდა იქნეს დანაკარგის ან დაზიანების თანხიდა