1. თუ გადამყვან-გადამზიდველმა გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება სრულად ან ნაწილობრივ შემცვლელ გადამყვან-გადამზიდველს დააკისრა, მიუხედავად იმისა, გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება ამ უფლებას ითვალისწინებს თუ არა, გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებელი რჩება მთლიან გადაყვანა-გადაზიდვაზე.
2. ამ წესით გათვალისწინებული ყველა დებულება, რომელიც არეგულირებს გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობას, ასევე ვრცელდება შემცვლელი გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობაზე მის მიერ განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებით. ამ წესის მე-40 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ შეტანილია სარჩელი მომსახურე ან სხვა პირების წინააღმდეგ, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობს შემცვლელი გადამყვან-გადამზიდველი გადაყვანა-გადაზიდვის განსახორციელებლად.
3. სპეციალური შეთანხმება, რომლითაც გადამყვან-გადამზიდველი იღებს ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებული არ არის ამ წესით ან უარს ამბობს ამ წესით მისთვის მინიჭებულ უფლებებზე, არ ვრცელდება შემცვლელ გადამყვან-გადამზიდველზე, თუ ის წერილობით არ დაეთანხმა სპეციალურ შეთანხმებას. მიუხედავად იმისა, შემცვლელი გადამყვან-გადამზიდველი ეთანხმება თუ არა ამ სპეციალურ შეთანხმებას, გადამყვან-გადამზიდველთან მიმართებით ძალაში რჩება სპეციალური შეთანხმებიდან გამომდინარე დებულებები.
4. თუ პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც გადამყვან-გადამზიდველს, ისე შემცვლელ გადამყვან-გადამზიდველს, მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია.
5. ეს მუხლი არ ზღუდავს რეგრესის უფლებას, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს გადამყვან-გადამზიდველსა და შემცვლელ გადამყვან-გადამზიდველს შორი