1. ბარგი დაკარგულად ითვლება, თუ ბარგის მიღებაზე უფლებამოსილ პირს ბარგი არ ჩაჰბარდა ამ წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბარგის მოთხოვნიდან 14 დღის ვადაში.

2. თუ დაკარგულად მიჩნეული ბარგი ნაპოვნია მისი მოთხოვნიდან 1 წლის ვადაში, გადამყვან-გადამზიდველმა ბარგის მიღებაზე უფლებამოსილ პირს უნდა შეატყობინოს ამის შესახებ, თუ გადამყვან-გადამზიდველისთვის ცნობილია ასეთი პირის მისამართი ან/და შესაძლებელია მისი დადგენა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, ბარგის მიღებაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ბარგის მისთვის მიწოდება. ასეთ შემთხვევაში, მან უნდა გადაიხადოს ბარგის გაგზავნის ადგილიდან მიწოდების ადგილამდე გადაზიდვის საფასური და უნდა დააბრუნოს მიღებული კომპენსაცია, იმ დამატებითი ხარჯების გამოკლებით, რომელიც მან გასწია. მიუხედავად ამისა, ბარგის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ინარჩუნებს დაგვიანებული მიწოდებისათვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას, რაც გათვალისწინებულია ამ წესის 39-ე მუხლით.

4. თუ ნაპოვნი ბარგი მოთხოვნილი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ან თუ ის ნაპოვნია ბარგის მიწოდების მოთხოვნიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ, გადამყვან-გადამზიდველი მას განკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისა