2. დაკარგული ბარგის ღირებულებას ანაზღაურებს რკინიგზა ხელწერილით ამ წესების 263-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. ფულის მიღებისას გაცემულ ხელწერილში მგზავრს შეუძლია განაცხადოს, რათა ნაპოვნი ბარგი მას უფასოდ მიუტანონ რკინიგზის ერთ-ერთ სადგურში.

4. ბარგის ძებნისა და დამატებით მიტანის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია მიიღოს იგი მოსვლის შესახებ შეტყობინების მომენტიდან 30 დღის განმავლობაში. ბარგის მიღებისას იგი მოვალეა დააბრუნოს კომპენსაციის სახით მიღებული ფულ