მუხლი 115🔗

ბარგის ქვითრის, სამგზავრო დოკუმენტის ან იარლიყის დაკარგვის შემთხვევაში, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა გადაზიდვა, მგზავრს ბარგს გადასცემენ მას შემდეგ, რაც გადაახდევინებენ ტვირთბარგის ტარიფით გადაზიდვის საფასურის სხვაობას წერილობითი განცხადებით (თუ წარმოადგენს დამამტკიცებელ საბუთს, რომ გზავნილი მას ეკუთვნის) ხელწერილით მიმღების გვარის, სახელის, მამის სახელის და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აღნიშვნით (პასპორტის ან პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად). საგზაო უწყისში კეთდება მიმღების და სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) ხელმოწერებით დამოწმებული აღნიშვნა ბარგის ქვითრის, სამგზავრო დოკუმენტის ან იარლიყის წარუდგენლად ბარგის გაცემის მიზეზების შესახე