„საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკონსულო დაწესებულების მეთაურს უფლება აქვს შეამციროს საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი ან არ გადაახდევინოს მოსაკრებელი, აგრეთვე თანხა ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად ცალკეულ პირებს მათი განცხადების საფუძველზე, თუ აღნიშნული მიზეზი საპატიო იქნება.
ასეთ შემთხვევებში საკონსულო ოპერაციების სარეგისტრაციო წიგნში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მიერ საზღვარგარეთ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის“.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება