საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით, საკონსულო დაწესებულების მიერ საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისათვის ინფორმაციულ-სამართლებრივი ხასიათის მომსახურების გაფორმება ხდება შესაბამისი ხელშეკრულებით, რომელშიც მიეთითება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
ასეთი მომსახურების გაწევამ არ უნდა წარმოშვას საკონსულო დაწესებულებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის რაიმე ფინანსური ვალდებულება.