ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურება ხდება ასევე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით ნებისმიერ კონვერტირებად ვალუტაში.

აშშ დოლარების გადაანგარიშება სხვა კონვერტირებად ვალუტაზე ხდება ანგარიშსწორების მომენტში იმ ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით, რომელშიც გახსნილია საქართველოს საკონსულო დაწესებულების ანგარიში.

საკონსულო მოსაკრებლის გადახდისა და ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურების დასადასტურებლად გაიცემა ქვითარი, რომლის ფორმასაც ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სავალუტო-საფინანსო და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს ქონების მართვის დეპარტამენტი, საკონსულო დეპარტამენტთან ერთა