ვიზების გაცემის, დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისათვის დადგენილი განაკვეთები ცალკეული ქვეყნებისათვის შეიძლება იყოს განსხვავებული ნაცვალგების პრინციპებიდან და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

ასეთი განაკვეთები განსაზღვრულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ბიულეტენში, რომელსაც პერიოდულად აზუსტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

აღნიშნული ბიულეტენი წარმოადგენს საკონსულო მოსაკრებლის ტარიფის დანართს.