საკონსულო მოქმედების განხორციელებისას წარმოქმნილ მატერიალურ დანახარჯებს განეკუთვნება: საქართველოს მოქალაქის პასპორტებისა და პირადობის მოწმობების, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული დანახარჯები; საფოსტო, სატელეგრაფო, სატელეფონო, სატელეტაიპო, სატრანსპორტო (მათ შორის, სავიზო დოკუმენტაციის გადაგზავნასთან დაკავშირებული) ხარჯები: ვიზების გაცემასთან დაკავშირებული დანახარჯები, მათ შორის სავიზო ეთიკეტის ღირებულების ანაზღაურება; საკანცელარიო და სხვა ნებისმიერი ზედნადები ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საკონსულო მოქმედების შესრულების ადგილზე მივლინებასთან; საკონსულო მოქმედებათა სასწრაფო, არასამუშაო საათებსა და დღეებში, აგრეთვე სადღესასწაულო დღეებში შესრულებასთან, ქონების შენახვასა და მოძებნასთან, მის გაყიდვასთან; ხარჯები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საკონსულო პრაქტიკაში, მაგ.: სხვადასხვა სახის ბლანკებისა და მოწმობების დამზადება, დოკუმენტების ქსეროასლების გადაღება: აგრეთვე ხარჯები, დაკავშირებული საქართველოს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული კავშირების და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან.

ასეთ დანახარჯებს განეკუთვნება აგრეთვე:

- შესაბამის უწყებებში განცხადებათა განხილვასთან, დოკუმენტების, მონაცემების გამოთხოვასა და საბუთების ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ის დანახარჯები, რაც გასწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა ან საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებამ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;

- დანახარჯები ადვოკატების, ნოტარიუსების, მთარგმნელების, ექსპერტების ან სხვა პირების მიერ გაწეული იმ სამუშაოს ასანაზღაურებლად, რომელიც მათ დაევალათ საკონსულო დაწესებულების მიერ, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;

აუცილებელ შემთხვევებში, თუ ასეთი მოქმედება ხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, საჭიროა დაინტერესებული მხარის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანხმობის მიღება.

- ხარჯები, რომლებიც წარმოიქმნება სასამართლო საქმეების წარმოებისას, ან იმ საქმეების წარმოებისას, რომლებიც დაკავშირებულია გირაოს დატოვებასთან.

- საქორწინო ცერემონიების ორგანიზებისას წარმოქმნილი დანახარჯები და სხვა.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო მოქმედებების განხორციელების დროს იზრდება ფაქტობრივი დანახარჯები, ან ისეთი მატერიალური ხარჯების წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული საკონსულო დაწესებულების მიერ შემუშავებული და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული ფაქტობრივი დანახარჯების ტარიფით, განმცხადებელი საკონსულო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე გადაიხდის დამატებით შესაბამის თანხას.

ფაქტობრივი დანახარჯები არ შედის საკონსულო მოსაკრებელში და იგი მთლიანად ამოიღება შესაბამისი ფაქტიური დანახარჯების ასანაზღაურებლა