ავტორიზებულმა პირმა განცალკევებულად უნდა აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა და სააღრიცხვო-ფინანსური დოკუმენტაცია ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების მომსახურებაზე, ურთიერთჩართვის მომსახურებაზე, ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით მომსახურებაზე, საცალო მომსახურების სახეებზე და სხვა არასაკომუნიკაციო საქმიანობის სახეებზე.