მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი განსაზღვრულია ისევე, როგორც მათი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის.
საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებულია საკონსულო მოსაკრებლის შეღავათიანი განაკვეთი.
საკონსულო მოსაკრებლის გადახდა ხდება საკონსულო მოქმედების შესრულებამდე.
ცალკეულ შემთხვევებში, საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვადა შეიძლება დააწესოს საკონსულო დაწესებულებამ.
საკონსულო მოსაკრებლის გადახდისა ან ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან მათი გადახდის დაგვიანების შემთხვევაში. საკონსულო დაწესებულებას უფლება აქვს შეაჩეროს საკონსულო მოქმედების შესრულება ან უარი განაცხადოს ასეთი მოქმედების შესრულებაზე.
იურიდიული პირებისათვის საკონსულო მოსაკრებელი იზრდება 2-ჯე