1. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული და დოკუმენტის მწარმოებლის მიერ გამავრცელებლის საშუალებით საქართველოში შემოტანილი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ვალდებულება ვრცელდება ყველა სახეობის დოკუმენტზე, რომლის არანაკლებ 100 ეგზემპლარია შემოტანილი.
2. უცხოეთში გამოცემული და საქართველოში შემოტანილი დოკუმენტი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, საქართველოში შემოტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №264
წინა რედაქცია (18.08.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის წესი 1. საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში გამოცემული და დოკუმენტის მწარმოებლის მიერ გამავრცელებლის საშუალებით საქართველოში შემოტანილი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ვალდებულება ვრცელდება ყველა სახეობის დოკუმენტზე, რომლის არანაკლებ 100 ეგზემპლარია შემოტანილი. 2. უცხოეთში გამოცემული და საქართველოში შემოტანილი დოკუმენტი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, საქართველოში შემოტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.