ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებებია:

ა) ბეჭდური დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური);

ბ) ბეჭდური დოკუმენტების სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვის წარმოება;

გ) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის  ბეჭდური დოკუმენტებით დაკომპლექტება;

დ) ბეჭდური დოკუმენტების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფა ეროვნული სავალდებულო ეგზემპლარების მიღების საფუძველზე;

ე) ელექტრონული დოკუმენტების მიღების, შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) მიღებული ელექტრონული გამოცემის სისრულის კონტროლი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017