დოკუმენტის მწარმოებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დოკუმენტის მიმღებს:

ა) გადაცემული სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ინფორმაცია უფასოდ, გადაცემიდან 1 თვის ვადაში გამოაქვეყნოს სახელმწიფო ბიბლიოგრაფიულ, სასიგნალო და რეფერატულ გამოცემებში;

ბ) სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია შეიტანოს ელექტრონულ კატალოგებსა და მონაცემთა ბაზებში;

გ) მიიღოს გადაცემული დოკუმენტის ასლი, აგრეთვე სტატისტიკური და ფაქტოგრაფიული ცნობები მის მიერ გამოცემული პროდუქციის შესახებ;

დ) ასახოს სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ხარჯები შესაბამისი დოკუმენტის მთლიანი ტირაჟის თვითღირებულებაში.
თავი IIIსავალდებულო ეგზემპლარის  მიმღები, მისი უფლებები და მოვალეობე