დისერტაციებს, ავტორეფერატებსა და დეპონირებულ სამეცნიერო შრომებს სავალდებულო ეგზემპლარის უფლებით ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემენ საქართველოს შესაბამისი სამეცნიერო საბჭოები. ამასთანავე:
ა) დისერტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 1 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში;
ბ) ავტორეფერატი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 2 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში;
გ) დეპონირებული სამეცნიერო შრომა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა შესაბამისი სამეცნიერო საბჭოს მიერ დეპონირებულ ნაშრომად აღიარებიდან 30 დღის განმავლობაში.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.02.2025 კანონი №264
წინა რედაქცია (18.08.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. გამოუცემელი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა დისერტაციებს, ავტორეფერატებსა და დეპონირებულ სამეცნიერო შრომებს სავალდებულო ეგზემპლარის უფლებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემენ საქართველოს შესაბამისი სამეცნიერო საბჭოები. ამასთანავე: ა) დისერტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 1 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში; ბ) ავტორეფერატი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 2 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში; გ) დეპონირებული სამეცნიერო შრომა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა შესაბამისი სამეცნიერო საბჭოს მიერ დეპონირებულ ნაშრომად აღიარებიდან 30 დღის განმავლობაში.