სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები:
ა) ბეჭდური დოკუმენტები (ტექსტური – წიგნები, ბროშურები, ჟურნალები, გაზეთები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები და სხვ.; გაგრძელებადი გამოცემები – შრომები, ალმანახები, წელიწდეულები; ფურცლოვანი გამოცემები – აფიშები, ბუკლეტები, პროგრამები და სხვ.; სახვითი გამოცემები – პლაკატები, ესტამპები, რეპროდუქციების კომპლექტები, კალენდრები, ეტიკეტები, საფოსტო ბარათები, ფილატელიური კატალოგები და სხვ.), რომლებმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, პოლიგრაფიულად დამოუკიდებლადაა გაფორმებული და ახლავს სარედაქციო გამოსასვლელი ცნობები;
ბ) უსინათლოთათვის და სუსტი მხედველობის მქონეთათვის განკუთვნილი გამოცემები – გამოცემები, დამზადებული რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით, ბრაილის სისტემის მიხედვით, რელიეფურ-გრაფიკული გამოცემები, ხმოვანი წიგნები, მსხვილშრიფტიანი გამოცემები სუსტი მხედველობის მქონეთათვის, ელექტრონული გამოცემები უსინათლოთათვის (ადაპტირებული გამოცემები ბრაილის დისპლეისა და მეტყველების სინთეზატორის გამოყენებით);
გ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებები – კინო-, ვიდეო-, ფონო-, ფოტოპროდუქცია და მათი კომბინაციები, შექმნილი და რეპროდუცირებული ინფორმაციის ნებისმიერ მატარებელზე;
დ) ელექტრონული გამოცემა – ელექტრონული დოკუმენტი, რომელმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობა და რომლის ტირაჟირება და გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებით;
ე) გამოუცემელი დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ ნაშრომებს (დისერტაციები, ავტორეფერატები, დეპონირებული სამეცნიერო შრომები);
ვ) კომბინირებული დოკუმენტები – მულტიმედია – დოკუმენტების ერთობლიობა, შესრულებული ინფორმაციის სხვადასხვა მატარებელზე (ბეჭდური, აუდიოვიზუალური, ელექტრონული);
ზ) საფოსტო მარკები.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.04.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.04.2017 კანონი №659
წინა რედაქცია (18.08.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. დოკუმენტების სახეობები, რომლებიც სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება დოკუმენტების შემდეგი სახეობები: ა) ბეჭდური დოკუმენტები (ტექსტური – წიგნები, ბროშურები, ჟურნალები, გაზეთები, სანოტო გამოცემები, გეოგრაფიული რუკები, ატლასები და სხვ.; გაგრძელებადი გამოცემები – შრომები, ალმანახები, წელიწდეულები; ფურცლოვანი გამოცემები – აფიშები, ბუკლეტები, პროგრამები და სხვ.; სახვითი გამოცემები – პლაკატები, ესტამპები, რეპროდუქციების კომპლექტები, კალენდრები, ეტიკეტები, საფოსტო ბარათები, ფილატელიური კატალოგები და სხვ.), რომლებმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, პოლიგრაფიულად დამოუკიდებლადაა გაფორმებული და ახლავს სარედაქციო გამოსასვლელი ცნობები; ბ) უსინათლოთათვის და სუსტი მხედველობის მქონეთათვის განკუთვნილი გამოცემები – გამოცემები, დამზადებული რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით, ბრაილის სისტემის მიხედვით, რელიეფურ-გრაფიკული გამოცემები, ხმოვანი წიგნები, მსხვილშრიფტიანი გამოცემები სუსტი მხედველობის მქონეთათვის, ელექტრონული გამოცემები უსინათლოთათვის (ადაპტირებული გამოცემები ბრაილის დისპლეისა და მეტყველების სინთეზატორის გამოყენებით); გ) აუდიოვიზუალური ნაწარმოებები – კინო-, ვიდეო-, ფონო-, ფოტოპროდუქცია და მათი კომბინაციები, შექმნილი და რეპროდუცირებული ინფორმაციის ნებისმიერ მატარებელზე; დ) ელექტრონული დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებშიც ინფორმგაცია მოცემულია – ელექტრონულ-ციფრული ფ დორკუმენტით და, რომლებლმაც გაიარა სარედაქციო-საგამომცემლო დამუშავება, ახლავს გამოსასვლელი ცნობებია და რომელთაის ტირაჟირება და გავრცელება ხორციელდება ელექტრონული საშუალებებით; ე) გამოუცემელი დოკუმენტები – დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ ნაშრომებს (დისერტაციები, ავტორეფერატები, დეპონირებული სამეცნიერო შრომები); ვ) კომბინირებული დოკუმენტები – მულტიმედია – დოკუმენტების ერთობლიობა, შესრულებული ინფორმაციის სხვადასხვა მატარებელზე (ბეჭდური, აუდიოვიზუალური, ელექტრონული); ზ) საფოსტო მარკები.