სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანია:
ა) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, დაკომპლექტების სრულყოფა;
ბ) ამ კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ მიმღებებში სავალდებულო ეგზემპლარების მუდმივი დაცვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) მისი მომხმარებელთა საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული და საბიბლიოთეკო მომსახურების მიზნით გამოყენება;
დ) დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური), სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვა, სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
ე) მიმდინარე და რეტროსპექტული სახელმწიფო სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკური ცნობარების გამოცემის უზრუნველყოფა;
ვ) სასიგნალო და რეფერატული ინფორმაციის გაერთიანებული კატალოგების მომზადება და გამოცემა მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად;
ზ) საზოგადოების ინფორმირება ყველა სახეობის სავალდებულო ეგზემპლარების მიღების შესახებ;
თ) ცენტრალიზებული კატალოგის წარმოება მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად;
ი) მიღებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო ქსელების საშუალები