მუხლი 11. უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა
თავი II — დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები და მოვალეობები
1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში.
წინა რედაქცია (18.08.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა 1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში. 2. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის საფუძველზე შექმნილი გამოცემის სავალდებულო ეგზემპლარი საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.