1. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზ