1. კოლეჯი ფუძნდება და საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
4. ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება აქვს ავტორიზაციის მქონე იურიდიულ პირს − კოლეჯს. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.
5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
8. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე (გარდა სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა), მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ვრცელდება ამ კანონის X თავი.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №965 – ვებგვერდი, 05.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.11.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.11.2021 კანონი №965
წინა რედაქცია (09.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. კოლეჯის დაფუძნება, მის მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება 1. კოლეჯი ფუძნდება და საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები უფლებამოსილი არიან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 4. ამ კანონით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება აქვს ავტორიზაციის მქონე იურიდიულ პირს − კოლეჯს. კოლეჯი უფლებამოსილია დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 8. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე (გარდა სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა), მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ვრცელდება ამ კანონის X თავი.