1. პროფესიული განათლების მასწავლებელი არის პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში.
2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ საქმიანობის დაწყება, მისი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების შესაბამისად.
3. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები განსაზღვრავს:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესსა და პირობებს;
ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს;
გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
თავი VII1. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5757 – ვებგვერდი, 23.03.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.03.2020 კანონი №5757
წინა რედაქცია (09.10.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. პროფესიული განათლების მასწავლებელი 1. პროფესიული განათლების მასწავლებელი არის პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში. 2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ საქმიანობის დაწყება, მისი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების შესაბამისად. 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები განსაზღვრავს: ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესსა და პირობებს; ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს; გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს; დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. თავი VIIIVII1. პროფერსიუონალისტუდენტთვის და მსმდგენეილი შეზღუდვა