1. პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს დაწესებულება.

2. დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის რანგები და წოდებები, ასევე ამ რანგის და წოდების მინიჭების პირობები და გამჭვირვალე პროცედურები.

3. დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლოა განისაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ დამატებითი, მათ შორის ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა და დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა საათებში, რაც სასწავლო დატვირთვასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ მაქსიმალურ დატვირთვას და შესაბამისობაში უნდა იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

თავი VII

ელექტრონული სისტე