1. ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული სტანდარტი.

2. ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძირითადი მასწავლებლის შეფასების მიზნით დაწესებულება შეიმუშავებს შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტს/ინსტრუმენტებს, მათ შორის თვითშეფასების განხორციელების ფორმას, წესსა და პირობებს.

3. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ადმინისტრაციული და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.

4. ძირითადი მასწავლებლის შეფასების პროცესი სრულდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავები