1. ძირითადი მასწავლებლის შეფასება ხორციელდება:
ა) ძირითადი მასწავლებლის თვითშეფასებით, რაც გულისხმობს ძირითადი მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმიანობის ანალიზსა და შეფასებას, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების დადგენას ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ასევე, აღნიშნულის საფუძველზე, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას;
ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით/მეთოდებით.
2. დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების დაწყებამდე არანაკლებ 3 (სამი) თვით ადრე განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მეთოდი/მეთოდები, აღნიშნული მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების წესი და ინსტრუმენტები და უზრუნველყოს მისი გაცნობა ძირითადი მასწავლებლისთვი