1. ელექტრონული სისტემის საშუალებით ხორციელდება:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის რეგისტრაცია;
ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე პირთა რეგისტრაცია, აღნიშნული პროგრამის გავლისა და დასრულების პროცესების მართვა;
გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ორგანიზება;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებლების პორტფოლიოს მართვა.
2. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს ელექტრონული სისტემის საშუალები