მუხლი 20. ელექტრონული სისტემის უსაფრთხოება და მასში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და შენახვის ვადა
თავი VII — ელექტრონული სისტემა
ელექტრონული სისტემის უსაფრთხოებაზე და მასში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობასა და შენახვის ვადაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ XIV თავით განსაზღვრული წესები.
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №34/ნ, 16.03.2026, სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018813 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6808186/muxli-20/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია