1. პირებს, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრისათვის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და არ აკმაყოფილებენ პროფესიული განათლების მასწავლებლის ამ წესით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ 2029 წლის პირველ იანვრამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის ამ წესით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია პირს შეუწყვიტოს პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებელს დაასრულებინოს იმ მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს.
4. 2027 წლის 1 იანვრის შემდგომ დაუშვებელია პროფესიული განათლების მასწავლებლად ისეთი პირის მიღება, რომელიც არ აკმაყოფილებს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
5. პირებს, რომელთაც 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გავლილი აქვთ ინსტრუქტორის მომზადების პროგრამის ტრენინგი და ჩაბარებული აქვთ შესაბამისი გამოცდა, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ.
6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ წესის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ წესით გათვალიწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.
7. დაევალოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული სისტემის შემუშავება.
8. დაევალოთ დაწესებულებებს ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლების ძირითად და მოწვეულ მასწავლებლებად განსაზღვრა, ხოლო ელექტრონული სისტემის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში ინფორმაციის მასში ასახვა.
9. იმ პირებზე, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრისათვის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები არ გავრცელდეს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის ვალდებულებ