1. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შინაარსი შესაძლებელია განსხვავდებოდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეების მიხედვით:

ა) ძირითადი და მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა (შემდგომ – პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა), რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და უზრუნველყოფს მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით;

ბ) ინსტრუქტორის (შემდგომ – ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა) მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ინსტრუქტორის მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებში ინტეგრირებული უნდა იქნეს პროფესიული პრაქტიკის კომპონენტები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შინაარსი და მინიმალური მოცულობა (საათებში) სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შინაარსი და მინიმალური მოცულობა (საათებში) დგინდება სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკის კომპონენტი უნდა განხორციელდეს დაწესებულებაში.

6. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის თეორიული კომპონენტი შეიძლება განხორციელდეს როგორც დისტანციური, ისე არადისტანციური ფორმი