1. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის განისაზღვრება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ამ წესით.
4. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს დარგის/მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოდულის სტანდარტული ჩანაწერებით.
5. ძირითადი და მოწვეული მასწავლებლის პოზიციებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს დაწესებულების მიერ.
6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო, ასევე სასურველ