1. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს, პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს, პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და პროფესიული განვითარების წესსა და პირობებს, ასევე, კარიერული წინსვლის საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებზე.
3. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ პირზე ეს წესი ვრცელდება ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართულ უცხო ქვეყნის მოქალაქე პროფესიული განათლების მასწავლებელზე, რომელსაც პროფესიული განათლების ფარგლებში მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესი