1 პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (შემდგომ – პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განმახორციელებელი პირი), კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.
2. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მოპოვების გარეშე.
3. ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილია სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
4. ინსტრუქტორის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული კომპეტენციების დადასტურების მოთხოვნა შეუძლია პირს, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციით ადასტურებს დუალური სწავლების ფორმით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ინსტრუქტორის პოზიციაზე არანაკლებ 3-წლიან ჩართულობას ბოლო 5 წლის პერიოდშ