1. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. პროგრამის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის იურიდიული პირი, რომელშიც დაასრულა პირმა პროგრამა ან მისი უფლებამონაცვლე.
2. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი დგინდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ და მტკიცდება მინისტრის მიერ.
პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასება და უწყვეტი პროფესიული განვითარე