1. პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების მიზანია:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭიროებების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;
ბ) ძირითად და მოწვეულ მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) დაწესებულებაში სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
2. ამ წესის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებასა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შედგენას ახორციელებს დაწესებულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შედგენა სავალდებულოა ძირითადი მასწავლებლისთვის.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, მოწვეულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება მოწვეული მასწავლებლის მიმართ პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ამ თავით გათვალისწინებული წესის გავრცელებაზე.
5. პროგრამ(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია ინსტრუქტორი შეაფასოს ამ წესის შესაბამისად, დაადგინოს ინსტრუქტორის შეფასების ამ წესისაგან განსხვავებული წესი ან უარი თქვას ინსტრუქტორის შეფასებაზ