ა) თუ ასეთი გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხებით, რომლის მონაწილენიც არიან საქართველო და ადგილსამყოფელი სახელმწიფო;
ბ) საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციის საქმეებზე;
გ) უცხოური პასპორტების ვიზიარებისათვის ნაცვალგების საფუძველზე;
ვიზების გაცემისათვის საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებზე, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე იმ სპეციალური ჩამონათვალის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგია;
დ) სისხლის სამართლის საქმეების, შრომითი სტაჟის, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის, არასრულწლოვანთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის, შვილად აყვანისა და საალიმენტო საქმეთა დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისათვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამასთან, როგორც წესი, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ არ ანაზღაურდეს საკონსულო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯებ